თავში

ქართველი მოსწავლეები გაერო-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ - VIDEO - PHOTO

ქართველი მოსწავლეები გაერო გამოვიდნენ - VIDEO - PHOTO
ქართველი მოსწავლეები გაერო-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ - VIDEO - PHOTO

ქართველი მოსწავლეები თათული შავიშვილი და ნინი მანჯგალაძე ჟენევაში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ხუთი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 50 ქვეყნის წარმომადგენელი 500 დელეგატი თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს განიხილავდნენ. კონფერენციის მიზანი გაეროს ზუსტი მოდელირების შექმნა იყო.

ქართველმა მოსწავლეებმა Report.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა კომიტეტებში იყვნენ გადანაწილებულნი, სადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. 

"ჩემი კომიტეტი განიხილავდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების საკითხებს. სწორედ ამ თემას ეხებოდა მოხსენებები. ცხარე დებატებისა და აქტიური დისკუსიის შედეგად მივაღწიეთ კონსენსუსს და შევიმუშავეთ რეზოლუცია, რომელიც ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას და განვითარების პერსპექტივებს, რათა მიღწეულ იქნას გაეროს მიერ დასახული 17 მიზანი 2030 წლამდე“, - უთხრა Report.ge-ს თათული შავიშვილმა.

ნინი მანჯგალაძე პროცესს აფასებს და ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დიდი გამოცდილება შეიძინა.

„დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე სტუდენტები ვმუშაობდით იმისთვის რომ კომიტეტში შემავალი 30 ქვეყნისთვის მისაღები რეზოლუცია შეგვედგინა. ამ პროცესში ბევრ კომპრომისზე გიწევს წასვლა. ბევრ დელეგატსაც უნდა დაუპირისპირდე იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა“, - თქვა მან.

საქართველოდან გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეები კანტის აკადემიამ კონკურსის წესით შეარჩია. ქართველ მოსწავლეები გაერო-ს სხვა ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system