თავში

კელი დეგნანი: აღფრთოვანებული ვარ თამარ მეფით

კელი დეგნანი: აღფრთოვანებული ვარ თამარ მეფით
კელი დეგნანი: აღფრთოვანებული ვარ თამარ მეფით

საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიითა და გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ქვეყნისთვის ბევრის მოტანა შეუძლიათ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას. 

„საქართველომ ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით.

შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას”, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩის კომენტარს საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system