თავში

,,ხმა მივეცი ევროპულ მომავალს" - ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

,,ხმა მივეცი ევროპულ მომავალს" - ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
,,ხმა მივეცი ევროპულ მომავალს - ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე, ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

,,მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება" არჩევნებზე 55-60 პროცენტს მიიღებს.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system