თავში

ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა - გახარია

ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა - გახარია
ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა - გახარია

ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა, იმიტომ, რომ ობიექტურად მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნებოდა, მაგრამ ამათი ფანტაზიებით შეიძლება ეს კოსმოსშიც აიყვანონ, არაადეკვატურობის ხარისხის პროგნოზი უკვე შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჭორაობისა და სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. 

„დღეს ორგანიზაცია „ოცნება“ ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაგვაბრალებენ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე ერთ რამეს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - დროზე გამოძიება, სერიოზული გამოძიება დაიწყონ. დღეს გამოუყვანიათ კიდევ ვიღაც ექსპერტი და აი, როგორ არ იცოდა, უნდა სცოდნოდაო, სირცხვილია ხალხო ამ ზღაპრებში ცხოვრება, ილუზიებში ცხოვრება!

გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურად იფიქრო როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, ამის მაგივრად სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო“, - განაცხადა გახარიამ.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმოწერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

განცხადება გაავრცელა სახელმქიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული მასალების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და „ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი“. 

ასევე, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ში „ფარულ ოპერატიულ საქმიანობას“ კურირებდა. წულუკიანს თავად ბრალდების ადრესატმა უპასუხა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system