თავში

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

მღებრიშვლის ოჯახი მასშტაბური აქციების გამართვას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება 10 დღის ვადაში არ მიიღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად. ოჯახი საქართველოს პრემიერს და პრეზიდენტსაც მიმართავს დახმარების თხოვნით. 

ცნობისთვის, ხვიჩა მღებრიშვილს დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა 19 ივლისს შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system