თავში

კობახიძე: ოქრუაშვილის დანაშაულს ვიდეოკადრები ამტკიცებს

კობახიძე: ოქრუაშვილის დანაშაულს ვიდეოკადრები ამტკიცებს
კობახიძე: ოქრუაშვილის დანაშაულს ვიდეოკადრები ამტკიცებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი უმძიმესი დანაშაულის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ორგანიზატორია. მისი თქმით, ოქრუაშვილის ბრალეულობას ვიდეოკადრებიც ადასტურებს. 

"ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები. ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის" – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ ელჩებს და საქმის დეტალები გააცნეს.

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც შეეხება იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც, კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system