თავში

კობახიძე: ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე: ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და მიხეილ სააკაშვილი

ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი. 

"ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ამ ომთან დაკავშირებით ჰააგიდან. ეს არის ორი თანაავტორი და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსთან".

ცნობისთვის, დღეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროს უცხოელმა სპეციალისტებმა, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system