თავში

კობახიძე: პირველ რიგში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ

კობახიძე: პირველ რიგში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ
კობახიძე: პირველ რიგში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ

"საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ,"- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამის შემდეგ მუშაობა სიაზე გაგრძელდება.

"საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე. საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. მათ შორის იმ კრიზისიდან ამოსვლას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. საზოგადოებას ეს აინტერესებს და არა ის კინკლაობა, რასაც პარტიებისგან ისმენენ. ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვინც მმართველი გუნდი დატოვა, ისინი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system