თავში

კობახიძე: სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს

კობახიძე: სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს
კობახიძე: სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს

"პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ," - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა და ამას სჭირდება პასუხი.

"ჩვენი პასუხი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system