თავში

"კოლეგებს მოვუწოდებ, საქართველოს პრემიერთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ" - ტუსკი

"კოლეგებს მოვუწოდებ, საქართველოს პრემიერთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ" - ტუსკი
კოლეგებს მოვუწოდებ, საქართველოს პრემიერთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ - ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილოს.

"დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, მე მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე",-  წერს დონალდ ტუსკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system