თავში

,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა - შეზღუდვებს პარლამენტთან დაუმორჩილებლობას უცხადებენ

,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა - შეზღუდვებს პარლამენტთან დაუმორჩილებლობას უცხადებენ
,,კომენდანტის საათი ამოქმედდა - შეზღუდვებს პარლამენტთან დაუმორჩილებლობას უცხადებენ

საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.  

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.

შეზღუდვების მიუხედავად, მოძრაობა ,,სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს. აქციის დაწყებამდე კი, სამართალდაცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ,,სირცხვილიას" სამი აქტივისტი დააკავეს.

ცნობისთვის, დღეს ამოქმედებული შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარეულეებზე, ასევე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე. შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system