თავში

კოვიდრეგულაციების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები ამნისტირებულია

კოვიდრეგულაციების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები ამნისტირებულია
კოვიდრეგულაციების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები ამნისტირებულია

კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმები ამნისტირებულია. 

დღეს საქართველოს პარლამენტმა "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" და "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე, ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს.

რაც შეეხება "ამნისტიის შესახებ" პროექტს, ის, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიული პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system