თავში

კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება

კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დ
კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთეს.არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწევადია, ხოლო ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრები მმართველ გუნდთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მეორე დღეა გრძელდება. მხარეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებაზე მსჯელობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system