თავში

კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება

​კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება
კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება

კრწანისის საარჩევნო ოლქში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რის გამოც აღნიშნულ ოლქში არჩევნები განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. სიახლე არჩევნებში ხმის მიცემის ელექტრონული სისტემების გამოყენებას გულისხმობს. ელექტრონულად დაითვლიან ხმების რაოდენობასაც.

"იგეგმება ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება საარჩევნო უბნებზე, რაც ბუნებრივია პირველ რიგში იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის ყუთში მოთავსება, იმავე ბიულეტენის ამავე ყუთში მოთავსება და ამასთანავე, მთავარი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს არის ის, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system