თავში

კუბილიუსი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დიალოგი ერთადერთი გზაა

კუბილიუსი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დიალოგი ერთადერთი გზაა
კუბილიუსი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დიალოგი ერთადერთი გზაა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას დადებითად აფასებს. მისი თქმით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.

,,ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, რომელსაც ვხედავთ. ოპოზიციური პარტიები ჩივიან, რომ ბევრი დარღვევა იყო არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები ვაკვირდებით პროცესებს. პირველ რიგში, იმას, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა რა განაცხადეს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ იყო კონკურენტული გარემო, მაგრამ იყო ასევე ბევრი დარღვევაც. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, დიალოგის გზით იარონ ამ გამოწვევის დასაძლევად", - განაცხადა კუბილიუსმა ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

კუბილიუსმა შესაბამის ორგანოებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system