თავში

ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს - ჩალაძე

ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს - ჩალაძე
ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს - ჩალაძე

ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს და მიზანმიმართულად მიყავთ ქვეყანა გაკოტრებისკენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

ჩალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვები, მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ვირუსის პრევენციასთან კავშირში არ არის. 

"საქართველოში პანდემიის პირველი დღიდან, ყველა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ ყოფილიყო ვირუსის საკონტროლებლად, მაშინ უნდა მიეღოთ კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობდა ვირუსის შეკავებას. რა თქმა უნდა, ეს დაანონსებული ადგილობრივი, წერტილოვანი შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკის გატარებასა და ოპოზიციისთვის ხელის შეშლას", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system