თავში

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინიში ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა გაგრძელდება. 

ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენი ერების სასიკეთოდ შესანიშნავი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით დაამყარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები მომავალში მხოლოდ გაძლიერდება,”- აღნიშნულია წერილში.

კრიშიანის კარინიში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლატვია მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე გააგრძელებს.

„მსურს ჩემი გულწრფელი სურვილები გამოვხატო საქართველოში რეფორმების ურყევი და წარმატებული განხორციელების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

თქვენო აღმატებულებავ, უამრავ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებასთან ერთად,“- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system