თავში

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს - VIDEO

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს  - VIDEO

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიების ლლიდერები დღეს გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე იმსჯელებენ. 

"ევროპული საქართველოს ლიდერის", დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაპატიმრებით აღარ დატოვა სივრცე ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის. 

"ხელისუფლებამ აღარ დატოვა სივრცე დიალოგისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ ვიყავით განწყობილი ძალიან კონსტრუქციულად, რომ მოგვეძებნა გამოსავალი კრიზისიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ თავისი ტყუილით და გადაგდებით შეიყვანა ქვეყანა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ" - განაცხადა ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ოპიზიციის ერთიანობა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება.  რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ტალღას ააგორებს. მისივე თქმით, ხელისუფლების დამარცხებისთვის ერთ-ერთი გამოსავალი მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაა.

„სამართლებრივი უმსგავსობის შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა, ოპოზიციას რჩება ორი ერთდროული გამოსავალი. პირველი - საპროტესტო აქციების ტალღის აგორება, რაც შეიძლება მასშტაბური და რაც შეიძლება ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქე გამოხატავს თავის აზრს. მეორე - დაწყებული გვაქვს ჩვენ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე საუბარი და შემდეგ გადავალთ სხვა ოლქებზე. აუცილებად უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებსაც კი ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე დღეს ჰყავს ოლიგარქიულ რეჟიმს”,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავას შემდეგ სხვა ოპოზიციური ლიდერებიც დააკავონ. 

„ქართული ოცნების” განზრახვების ამოცნობა მედიცინის ცალკე დარგია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ რეპრესიები, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები გიგი უგულავაზე არ დამთავრდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system