თავში

"ლელო": ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს

"ლელო": ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს
ლელო: ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს

"ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკამ სტაციონარული ავადმყოფების მიღება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო შეწყვიტა,"-ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გაუგონარი უმადურობა და თვალთმაქცობა გამოამჟღავნა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის მიმართ, როდესაც საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა იმ საკითხის მოუგვარებლობისთვის, რომელიც შედიოდა სახელმწიფოს კომპეტენციაში. 

ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს, იმ ადამიანებს რომლებმაც დაუღალავი შრომის ხარჯზე პანდემიის დროს საუკეთესო შედეგი გვაჩვენეს. ამ თვეების განმავლობაში მიღებული მილიონობით დახმარების, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მიღებული ფინანსური რესურსის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ინფექციურისთვის. პირიქით, დაადანაშაულა საავადმყოფო და დავა სასამართლოს გადასცა,”- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საუბარი არ სურთ და მდგომარეობის რეალურად შეფასება უჭირთ. მათ გადაწყვეტილებას კი სურგულაძე არასახელმწიფოებრივს უწოდებს. 

“ლელო” მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ხოლო ინფექციურმა საავადმყოფომ ფუნქციონირების სრულყოფილად აღდგენა შეძლოს.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.

მანამდე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.

ამის შემდეგ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system