თავში

მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა - VIDEO

მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა
მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა - VIDEO

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელშიც ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინსიტრი მაია ცქიტიშვილია აღარ იქნება. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაია ცქიტიშვილის ადგილს აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ამასთან, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, მან თავად ითხოვა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაშია აღარ ყოფილიყო. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატს - ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს და მედიის წარმომადგენლებს. 

„მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“ მუშაობისას. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური იყო, მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ახლა გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან, ჩემი ცხოვრების ეს ძალიან საინტერესო 9-წლიანი პერიოდი დავასრულო.

ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე. 

მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, რომლის კაბინეტშიც ვიცე-პრემიერი ვიყავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს. მიხარია, რომ ვისარგებლებ ამ ფუფუნებით და აღარ ვიქნები თქვენი რესპონდენტი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system