თავში

"მალე საქართველოში იქნებიან!" - პრემიერი ავღანეთში მყოფ ქართველებზე

"მალე საქართველოში იქნებიან!" - პრემიერი ავღანეთში მყოფ ქართველებზე
მალე საქართველოში იქნებიან! - პრემიერი ავღანეთში მყოფ ქართველებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.

"საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. 

ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system