თავში

მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა

მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა
მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასააარჩევნო პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. დებატებში ,,ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მონაწილეობენ.

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კლიპებს გამოეხმაურა და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, საჩუქრად ირაკლი კობახიძისგან, საათი გადასცა.

მდინარაძის თქმით, ძვირადღირებული საათები, რომლებიც კლიპშია ნაჩვენები, არც მას და არც ირაკლი კობახიძეს ეკუთვნით.

„მისი ტყუილების შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა. მან გადაწყვიტა საათებით პიარ კამპანიის მოწყობადა სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე, ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი. მინდა მას ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე საათი, რომელიც, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ მის კლიპში კონკრეტული ფაქტებია ასახული. მისივე თქმით, საათი, რომელიც მდინარაძემ სტუდიაში მიიტანა, ყალბია.

,,ყალბი საათების მოტანა კარგია. იქ ყველაფერი, ფაქტებია მოცემული. იმასაც იტყვის, რომ 600 000-ს ღირებულების საათი არ აქვს მათ თავდაცვის მინისტრს და იმასაც იტყვის, რომ სასახლეებში არ ცხოვრობენ. ეს საათი წაუღეთ იმ ადამიანს, ვინც გამოგატანათ და ის რეალური საათი, მოუწევს, რომ უკან დააბრუნოს", - მიმართა ვაშაძემ მდინარაძეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system