თავში

მამუკა მდინარაძე: ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი

მამუკა მდინარაძე: ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება ა
მამუკა მდინარაძე: ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცესკო-სთან სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„მე გავცდები შსს-ს განცხადების პათოსს. შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ საზოგადოების გაბრაზების მიზნით ბევრი რამ კეთდება, ყველა ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში. სპეციალურად, მიზანმიმართულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, თითქოს იქ გაშვებული იყო ცრემლსადენი გაზი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამის საჭიროება, მათ შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით, არ იყო, არც გამოყენებულა და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system