თავში

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პიკეტზე: უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პიკეტზე: უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პიკეტზე: უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით

უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ მერე რამე არ იტლიკინონ-ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ გააკეთა. დღეს პარლამენტთან მისულ ოპოზიციის წევრებს, დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში დახვდნენ, რის გამოც პიკეტი არ შედგა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მმართველი გუნდი შეიპარა პარლამენტში, სწორედ ამ შეფასებას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ.

„2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან ქუჩაში, ვერ გამოდიან ნორმალურად. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ მერე რამე არ იტლიკინონ. დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ, ხალხი რომელიც დაიპარება ქუჩაში, ამას აბრალებს სხვა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა არ ნიშნავს სადმე შეპარვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system