თავში

დეპუტატები პარლამენტში არიან - რას გეგმავს ოპოზიცია

დეპუტატები პარლამენტში არიან - რას გეგმავს ოპოზიცია
დეპუტატები პარლამენტში არიან - რას გეგმავს ოპოზიცია

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები დღეს პროტესტს პარლამენტის შენობის გარეთ გამოხატავენ. 

,,პარლამენტის შენობაში არის უკვე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, დილის ხუთ საათზე გააღვიძეს და შვიდ საათზე უკვე ყველა პარლამენტში იყო შესული", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის დეპუტატები სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ.

„დღეს გასაგებია, რომ უკვე შიგნით არიან და სხდომას სავარაუდოდ ჩაატარებენ. ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს. ჩვენი დეპუტატები სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან და იქაც იქნება გამოსვლები. შესასვლელებთან დავგდებით, იმედია, დღეს აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს, რადგან დეპუტატები შიგნით არიან. დღეს შიგნით არის ყველა დეპუტატი და ვის არ უნდა მივცე შესვლის უფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტთან ამ დროისთვის სიმშვიდეა და არც რკინის ბარიკადებია აღმართული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მანიფესტანტებისგან თავის დასაცავად საპატრულო პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ბარიკადები აღმართა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. რასაც სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო კანონმდებლობაზე გადასვლას გერმანული მოდელის მიხედვით ითხოვენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system