თავში

მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვაინტერესებს - ელისაშვილი

მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვაინტერესებს - ელისაშვილი
მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვაინტერესებს - ელისაშვილი

კარგია, რომ ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, ჩვენ არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ, ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ასე გავაგრძელებთ საქმიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

"საკმარისი ბერკეტები გვაქვს საქმიანობის წარმართვისთვის. თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვეხარბება და არც გვაინტერესებს. ბევრი მიზეზია, რის გამოც ფრაქციის სხვასთან ერთად შექმნა არ გვაინტერესებს. ამის მიზეზია მსოფლმხედველობრივი სხვაობა და ა.შ. მომდევნო მოწვევის პარლამენტამდე ასე ვიქნებით",- განაცხადა "პირველ არხთან" ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system