თავში

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოშია

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოშია
მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოშია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ევრპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.

ვიზიტი საბჭოს მინისტრთა კომპიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.

"მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.

გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში", - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია. გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაციაც.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ხვალ დატოვებს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system