თავში

"მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა" - ომბუდსმენის წარმომადგენელი
მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა - ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ანა ჯანიაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა იგეგმებოდა. 

"მოვინახულე ბატონი მიხეილი, მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდგომ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, განაცხადა, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. 

აღნიშნა, რომ რაღაც მომენტი არ ახსოვს. სად გადავყავარ ამაზე ინფორმაცია არ მაქვსო, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გადაყვანა შეჩერდა, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია", - განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system