თავში

მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს

მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს
მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ განათლების მინისტრს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით. ის პრინციპი, რომლსაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ბატიაშვილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისიდან ეკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system