თავში

მე ბრიუსელში ვარ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია - შარლ მიშელი

მე ბრიუსელში ვარ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია - შარლ მიშელი
მე ბრიუსელში ვარ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია - შარლ მიშელი

ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

 მან ყველა მხარეს, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მადლობა გადაუხადა არსებული განსხვავებების გვერდზე გადადებისა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის. შარლ მიშელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ვიზიტით ხვალ ისევ ეწვევა.

„ექვსი კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს თბილისში და თქვენ გახსოვთ, მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში. 

დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, რომელიც საქართვეოში ჩამოვიდა ორჯერ და გამართა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწია. 6 კვირის შემდეგ კი პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიესლონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system