თავში

"მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ" - გიული ალასანია

"მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ" - გიული ალასანია
მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. 

გიული ალასანიას თქმით, მას მიეცა იმედი, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

"ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსი უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა. რაც მოვისმინე, მომეჩვენა, რომ იყო პოზიტიური", - განაცხადა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 48-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system