თავში

მედლინ მუნმა ლონდონში საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა

მედლინ მუნმა ლონდონში საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა
მედლინ მუნმა ლონდონში საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველ დეპუტატებს უმასპინძლა. მედლინ მუნმა, ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს ძალიან ძლიერი ემოციები მიიღო.

„დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ნანახს, ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეალობას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ხედავ. მე ვნახე მოხუცი კაცი, რომელიც სასაზღვრო ღობეებს მიღმა, ხაფანგში იყო მოქცეული და მეზობლების დახმარებით უვლიდა ცოლს. ძალიან ემოციური ვიზიტი იყო. როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი ესწრებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system