თავში

მელიას ციხეში გამოკეტვა ქვეყნის გამარჯვება ყოფილა და არ გვცოდნია - ჭიჭინაძე

მელიას ციხეში გამოკეტვა ქვეყნის გამარჯვება ყოფილა
მელიას ციხეში გამოკეტვა ქვეყნის გამარჯვება ყოფილა და არ გვცოდნია - ჭიჭინაძე

ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ქვეყნის გამარჯვება ყოფილა და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც 2-3 თვის წინ მიცემულ დაპირებასაც ვერ ასრულებენ, პოლიტიკოსები არ უნდა ერქვათ.  

"არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია! თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას? მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდგომაზე. როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა. თუ რა თქმა უნდა ახლა "ოცნებაშიც" არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ "ოცნებას", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system