თავში

მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს - დონალდ ტუსკი

მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს - დონალდ ტუსკი
მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს - დონალდ ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი  და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფაქტი შემაშფოთებელია.

როგორც ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მარტო არ უნდა დარჩეს.

,,არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პროევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი Twitter-ის გვერდზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system