თავში

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში მისი მოსმენისას განაცხადა, მასწავლებლების კონკურსი მაღალ დონეზე ჩატარდება.

„ძალიან დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში, ვაკანსიები გაჩნდა, შესაბამისად, იანვრიდან სკოლებში კონკურსები დაიწყება. ბევრი მსურველია, რომ ამ პროფესიაში შემოვიდეს. კონკურსები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. ორი მთავარი კრიტერიუმია - თავისი საგანი უნდა იცოდეს და უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს. პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვინც ზღვარი გადალახეს, ავტომატურად იმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ზღვარი ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ კანდიდატი შემოვა, ახალი მასწავლებელი ჩაანაცვლებს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system