თავში

მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით - ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით - ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით - ხერხეულიძე

სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

" ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი.

მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და ვკითხე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა, იმიტომ, რომ არსებობს ეს კითხვები - როდესაც ის საპატიმროშია, როგორ წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობა. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს”, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს არ გაკვირვებია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადება.

"არანაირი სასამართლო არ იქნება, მიშა სააკაშვილზე გელაპარაკებით. ვერავინ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ამის, არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს, რომ დაეჭირა, ეს უკვე მოხდა. დანარჩენს ესენი ვერასდროს შეძლებენ.

თქვა, რომ პოლიციას მასთან არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია, ძალიან კარგად იქცეოდნენ. ადმინისტრაციული თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ, რომ უხეშობა არ გამოუვლენიათ. სააკაშვილმა თქვა, რომ ყველამ, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, სელფი სათითაოდ გადაიღო, პოლიციელებმა. ეს ინდიკაციაა მთავარი იმისა, როგორი ჩამოშლილები არიან”, - აცხადებს ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ციხიდან მოგვიანებით წერილის გავრცელებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system