თავში

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მთელ მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს ინიციატივით მიმართავს. 

სააკაშვილის თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მან საქართველოში ბევრი წარმატებული ქართველი ჩამოიყვანა, რომლებიც ქვეყნის წარმატებული მინისტრები და მოხელეები გახდნენ. 

ექსპრეზიდენტის თქმით, დროა ემიგრანტები კვლავ ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში, რადგან, მისივე მტკიცებით, საქართველოს კვლავ მძიმე პერიოდი უდგას. სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს პირადი ბიოგრაფიების გაგზავნას სთხოვს. 

"ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას საქართველოში, ქართველი ხალხი იზეიმებს ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვებას, მაგრამ მინდა დავიჭირო თადარიგი და მივმართო მთელ მსოფლიოში გაბნეულ, წარმატებულ ქართველებს. 

თავის დროზე, 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მე დაუყონებლივ დავიწყე შეგროვება უცხოეთში მყოფი წარმატებული ქართველების, მათ შორის ამერიკაში, რუსეთში, ინგლისში, საფრანგეთში... ბევრი მათგანი ჩამოვიყვანეთ, ბევრი პარლამენტში მოხვდა და რაც მთავარია, მათი დიდი ნაწილი მოხვდა საქართველოს მთავრობაში, მათ შორის იყვნენ კახა ბენდუქიძე, ვერა ქობალია, ლადო გურგენიძე... ისინი გახდნენ საქართველოს წარმატებული მინისტრები და წარმატებული მოხელეები. 

ახლა საქართველო არის არანაკლებ მძიმე კრიზისში, ვიდრე 2003 წელს. საქართველოში ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის წილი აღემატება უკვე 60 პროცენტს, ეს ძალიან მძიმე ციფრია. ბოლო 8 წელია, პრაქტიკულად შეჩერებულია ზრდა, უამრავი დრო დაკარგა ქვეყანამ. საქართველო სიღარიბისა და შიმშილის თვალსაზრით არის სუბსაჰარული აფრიკის დონეზე. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა თქვენ უნდა გადაარჩინოთ და გააძლიეროთ საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მინდა მოგიწოდოთ - გამოგზავნოთ თქვენი პირადი ბიოგრაფიები. ბევრ თგვენგანს ვიცნობ, მაგრამ ბევრს არ ვიცნობ. ჩვენ ვიქნებით მზად ახალი ენერგიისთვის, ახალი ძალისთვის. ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად ამოვათრიოთ ქვეყანა ჭაობიდან. ყველაფერი გამოგვივა, გელოდებით" - აცხადებს სააკაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system