თავში

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. 

სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილს სოციალურ ქსელში, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აქვეყნებს.

"ძვირფასო ფოთელებო,

თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system