თავში

მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ - კელი დეგნანი

მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ - კელი დეგნანი
მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იმყოფება, მხარეებს პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავზებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მზაობისთვის მადლობას უხდის და ულოცავს.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად. ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ასეთი რთული მუშაობა გავწიეთ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება. 

 პარტიებს ვუხდი მადლობას, იმისთვის რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“ - ამბობს კელი დეგნანი.

პარტიები შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system