თავში

"მირეკავენ, მეკითხებიან და ამიტომ ვწერ" - თაკო ჩარკვიანი

"მირეკავენ, მეკითხებიან და ამიტომ ვწერ" - თაკო ჩარკვიანი
მირეკავენ, მეკითხებიან და ამიტომ ვწერ - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა მიიღო, თუმცა, სადღესასწაულო -საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის ნაცვლად, მზად არის, მომავალში, პოლიტიკური დიალოგის შესაბამის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

"მირეკავენ, მეკითხებიან და ამიტომ ვწერ: დიახ, მივიღე მოსაწვევი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციაში ამ საღამოს სადღესასწაულო მიღებაზე.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მიწვევისთვის, ყოველთვის ნებისმიერ დიალოგს მივესალმები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რადგან მივიღე ინფორმაცია, რომ დღევანდელი შეხვედრა არ გასცდება სადღესასწაულო ფორმატს და დაგეგმილი არ არის და ამ ფორმატში არ შედის მყისიერი განხილვა ან საუბრის დაწყება, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს, ჩიხში შესულ ვითარებაზე, თავს შევიკავებ და ვერ მივიღებ მონაწილეობას სადღესასწაულო-საზეიმო ღონისძიებაში.

კიდევ ერთხელ,   დიდი მადლობა მიწვევისთვის და მზად ვარ, უახლოეს მომავალში, პოლიტიკური დიალოგის შესაბამის ფორმატში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ქვეყნის განვითარების და ამ მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის გზაზე", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system