თავში

მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას - სალომე სამადაშვილი

მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას - სალომე სამადაშვილი
მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას - სალომე სამადაშვილი

მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო", - ამის შესახებ პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს გირაო, ნათელი დასტურია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ გამოყენებული პატიმრობა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. 

"ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარიც გაიღება. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს. მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, იმედის, სიმშვიდის და განახლების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system