თავში

მოატყუა და დარტყმა მიაყენა თანამედროვე თბილისის მთავარ სავიზიტო ბარათს - ნიკა მელია

მოატყუა და დარტყმა მიაყენა თანამედროვე თბილისის მთავარ სავიზიტო ბარათს - ნიკა მელია
მოატყუა და დარტყმა მიაყენა თანამედროვე თბილისის მთავარ სავიზიტო ბარათს - ნიკა მელია

"როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია შრომის ინსპექციის ქმიერ ღამის კლუბების დალუქვასა და დაჯარიმებას.

"დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო. უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.

მთავრობაც და თბილისის მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია.

როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია", - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, დღეს შრომის ინსპექციამ თბილისის ღამის კლუბები დალუქა, ხოლო იმის გამო, რომ კლუბმა "ბასიანმა" დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებაზე უარი თქვა, შრომის ინსპექციამ რეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system