თავში

მოვუწოდებთ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას - გაერთიანებული სამეფოს საელჩო

მოვუწოდებთ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას - გაერთიანებული სამეფოს საელჩო
მოვუწოდებთ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას - გაერთიანებული სამეფოს საელჩო

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ აქტორებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შეთანხმბას. 

„მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართულ პროგრეს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებაზე, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ მას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პროგრესის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

დღეს, 19 აპრილს კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system