თავში

მთავარი გზავნილი რაც მივიღეთ არის საქართველო ევროკავშირში - კახა კუჭავა

მთავარი გზავნილი რაც მივიღეთ არის საქართველო ევროკავშირში - კახა კ
მთავარი გზავნილი რაც მივიღეთ არის საქართველო ევროკავშირში - კახა კუჭავა

ჩემთვის სასიამოვნო იყო ევროპარლამენტარების არა მხოლოდ განცხადებების, არამედ ემოციების მოსმენა, როდესაც საუბრობდნენ, რომ ელოდებიან საქართველოს ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ 

მისი თქმით, მთავარი გზავნილი, რაც ბრიუსელში საქართველოს დელეგაციამ მიოიღო არის საქართველო ევროკავშირში. 

"ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ვსაუბრობდით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ 3.5 წელიწადში იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საბოლოო შედეგამდე მისვლა. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ემოციურადაც ძალიან იგრძნობოდა მათი მხრიდან. ისინი მიესალმებიან პროგრესს, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ. ისინი ნამდვილად წუხდნენ იმ პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა. მათ არ უნდოდათ ეხილათ პოლიტიკური ჩიხი და სურდათ მალე გადაჭრილიყო ეს საკითხი. ხაზს უსვამდნენ შარლ მიშელის პირად ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც ხაზს უსვამს მაღალი ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველო რეფორმების პროგრესულობის, დასავლურობის, დემოკრატიულობის მაგალითს წარმოადგენს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი ნახონ და შეფერხებები არ იყოს. ბევრი ვისაუბრეთ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე, სხვა ამბიციურ რეფორმებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვეძახით - ევროპულ დღის წესრიგს, და ასევე ვისაუბრეთ საბოლოო განაცხადის შეტანაზე 2024 წელს“, - განაცხადა კახა კუჭავამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system