თავში

"მთავარია ერთობა" - სააკაშვილმა ჰოსპიტალთან შეკრებილებს პალატის ფანჯრიდან მიმართა

"მთავარია ერთობა" - სააკაშვილმა ჰოსპიტალთან შეკრებილებს პალატის ფანჯრიდან მიმართა
მთავარია ერთობა - სააკაშვილმა ჰოსპიტალთან შეკრებილებს პალატის ფანჯრიდან მიმართა

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, დაბადების დღის მისალოცად შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა პალატის ფანჯრიდან მიმართა:

"ვერანაირი ივანიშვილი და მისი ბანდა ჩვენ ვერ მოგვერევიან, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ... მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, შეტევა ბოლომდე, ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების. მე არ მეშინია, ვიბრძვი ბოლომდე... გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისგან, თქვენი დიდი იმედი მაქვს, მთავარია ერთობა, მთავარია არჩამოშლა, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფებოდნენ. მათ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს.

შეგახსენებთ,50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system