თავში

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა
მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 77 ხმით მიიღეს. ოთხმა დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, საჭიროა იმ სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რაც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად კონკრეტულ უფლებებს აძლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system