თავში

მთავრობის გადადგომის გამო ბაქოში ვერ გავემგზავრე - დავით ზალკალიანი

მთავრობის გადადგომის გამო ბაქოში ვერ გავემგზავრე - დავით ზალკალიანი
მთავრობის გადადგომის გამო ბაქოში ვერ გავემგზავრე - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ის 18-19 თებერვალს აზერბაიჯანში, ბაქოში იყო მიწვეული, თუმცა დაგეგმილი შეხვედრები მთავრობის გადადგომის გამო გადაიდო.

მისი თქმით, შეხვედრები დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე. ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად უნდა შეხვედროდა მის თურქ კოლეგასაც. 

"გუშინ და გუშინ წინ ვიზიტით უნდა ვყოფილიყავი ჩვენს პარტნიორ ქვეყანა აზერბაიჯანში. ვიყავი მიწვეული ბაქოში. ფაქტობრივად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო და მთავრობის გადადგომის გამო, ვერ გავემგზავრე.

შეხვედრები დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე, ასევე დაგეგმილი იყო შეხვედრა თურქ კოლეგასთანაც. ეს შეხვედრა სამმხრივ ფორმატში განხორციელდებოდა.  აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, დაგეგმილი იყო წინა წლის დეკემბერში, მაგრამ იქ მიმდინარე პროცესების გამო ვერ განხორციელდა. 

რა თქმა უნდა, ორივე მინისტრთან მქონდა კომუნიკაცია და ისინი გაგებით მოეკიდნენ. ორივე მზად არის უახლოეს პერიოდში შევხვდეთ და ვისაუბროთ ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მას სურს უახლოეს პერიოდში ვიზიტით ეწვიოს თურქეთსა და აზერბაიჯანს რათა რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილოს. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველო არ უნდა ჩამორჩეს რეგიონში განვითარებულ პროცესებს, თუმცა ამავდროულად ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე.

"მე მზად ვარ რომ უახლოეს პერიოდში ეს ვიზიტები განვახორციელო, რადგანაც უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე პროცესებში ჩვენი ჩართულობა, მიუხედავად იქ არსებული სენსიტიური, დელიკატური საკითხებისა. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ პროცესებს, რა თქმა უნდა, არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ამ თვალსაზრისით შესაძლებლობებსაც ვხედავ თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ და ამ მხრივ მზად ვარ ორივე ჩვენს მეზობელთან საუბრისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system