თავში

მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან - ირაკლი ღარიბაშვილი
მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ახლა გვაქვს სამწლიანი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system