თავში

ნაგვის თავზე დაყრა ჩვეულებრივი ძალადობაა - ჯაფარიძე

ნაგვის თავზე დაყრა ჩვეულებრივი ძალადობაა - ჯაფარიძე
ნაგვის თავზე დაყრა ჩვეულებრივი ძალადობაა - ჯაფარიძე

ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"არ არის ეს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვით აზრის გამოხატვას, ეგ არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა. მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system