თავში

ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს მქონია - ნიკა მელია

ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს მქონია - ნიკა მელია
ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს მქონია - ნიკა მელია

ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის ინიციატივას ნიკა მელია პასუხობს. ენმ-ს თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

"ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს არ მქონია, როცა საჭირო ყოფილა, ჩამიტარებია. მე ვუთხარი ბატონ კალაძეს, სხვა ტესტებიც ჩავატაროთ, იქნება ეს მთავარი დემოკრატიული ტესტი - 2 ოქტომბერი და მან უნდა ჩაატაროს პირველ რიგში, ღარიბაშვილთან, კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მერე სხვა დანარჩენი ყველა ტესტიც შეგვიძლია ჩავატაროთ, მათ შორის IQ ტესტიც,“ - აცხადებს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა". ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system